სურენ პაპიკიანმა და სანჯაი სეთმა თავდაცვის სფეროში სომხეთ-ინდოეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ინდოეთის თავდაცვის სახელმწიფო მინისტრ სანჯაი სეთთან ბრიუსელში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„არმენპრესის“ ცნობით, შეხვედრის შესახებ სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და ფოტოსურათიც გამოაქვეყნა.
„ბრიუსელში მიმდინარე შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმის ფარგლებში შევხვდი ინდოეთის თავდაცვის სახელმწიფო მინისტრ სანჯაი სეთს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში სომხეთ-ინდოეთის თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია განცხადებაში.