TRIPP-ის მიმართ ოპტიმიზმი დღითიდღე იზრდება - რუბინიანი
1 წუთი კითხვის

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ პროექტ TRIPP-ის პერსპექტივებთან დაკავშირებით პესიმისტურ შეფასებებს არ იზიარებს და, პირიქით, ოპტიმიზმის ზრდას ხედავს.
„არმენპრესის“ ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ 17 ნოემბერს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც აშშ-ის კონგრესის არჩევნების შემდეგ პროექტის გარშემო გაჩენილ შეშფოთებას ეხებოდა.
„აბსოლუტურად არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ TRIPP-ის ნაწილში პესიმიზმი გაიზარდა. პირიქით - ვფიქრობ, TRIPP-თან დაკავშირებით ოპტიმიზმი დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა რუბინიანმა.
ბრიფინგის მსვლელობისას მან TRIPP დაახასიათა, როგორც სომხურ-ამერიკული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც, მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების პატივისცემით ქვეყნის განბლოკვას უზრუნველყოფს.