რუბენ რუბინიანმა და პეტრ პირუნჩიკმა სომხეთ-ჩეხეთის ურთიერთობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, რუბენ რუბინიანმა 17 სექტემბერს მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი პეტრ პირუნჩიკი.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან, რომ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
თანამოსაუბრეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მაღალი დონე და ხაზი გაუსვეს არსებული ურთიერთქმედების უწყვეტ განვითარებასა და გაფართოებას.
ასევე განხილულ იქნა საპარლამენტთაშორისო კავშირების შემდგომი განმტკიცება, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და რეგიონული მნიშვნელობის მთელი რიგი საკითხები.