ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდნენ
1 წუთი კითხვის

ერევანში გაიმართა სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ტომ ბერენდსენის პირისპირ შეხვედრა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
„დაიწყო ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ტომ ბერენდსენის ვიზიტი სომხეთში.
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროში შედგა მინისტრ არარატ მირზოიანისა და ტომ ბერენდსენის პირისპირ შეხვედრა“, — განაცხადა ბადალიანმა.
შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავენ.