რუსეთი და აშშ განაგრძობენ აქტიურ მუშაობას ადმინისტრაციებისა და სპეცსამსახურების ხაზით - რიაბკოვი
1 წუთი კითხვის

მოსკოვი და ვაშინგტონი განაგრძობენ აქტიურ მუშაობას ორი ქვეყნის ადმინისტრაციებისა და სპეცსამსახურების ხაზით. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე კონტაქტი რუსულ-ამერიკული უფრო ფართო ურთიერთქმედების ერთ-ერთი კომპონენტია. ამერიკულ მხარესთან აქტიური მუშაობა სისტემატურ საფუძველზე გრძელდება ადმინისტრაციების, ასევე სპეცსამსახურების ხაზით“, - განაცხადა მან News.ru-სთან ინტერვიუში.
რიაბკოვმა აღნიშნა, რომ „მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს ვაშინგტონში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობაც“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვეძებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებსა და შეხების წერტილებს იქ, სადაც ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.