სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი რუბენ რუბინიანია

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატი რუბენ რუბინიანია.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ეროვნული ასამბლეის მეცხრე მოწვევის პირველ სესიაზე ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელმა არუსიაკ მანავაზიანმა წარადგინა.

„ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო თანამემამულეებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე რუბენ რუბინიანის კანდიდატურის წარდგენა. სანამ ბიოგრაფიულ მონაცემებს შევეხებოდე, უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა - ბატონი რუბინიანი არის შესანიშნავი, პრინციპული ადამიანი, ღირსეული, თავმდაბალი და პატიოსანი მოღვაწე, რომელმაც წლების განმავლობაში პოლიტიკისა და სახელმწიფო მშენებლობის რთული გზა გაიარა.

თავისი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე მოღვაწედ. მან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დიპლომატიური საქმიანობითაც დაამტკიცა, რომ აქვს სახელმწიფო ინტერესების უმაღლეს დონეზე წარდგენის მზადყოფნა და გამოცდილება“, - განაცხადა მანავაზიანმა.

ფრაქციის ხელმძღვანელის დარწმუნებით, რუბინიანის ორგანიზაციული უნარები, გაწონასწორებული მიდგომა და პოლიტიკური სიმწიფე ეროვნული ასამბლეის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მისი ორგანიზაციული უნარები, გაწონასწორებული მიდგომა და პოლიტიკური სიმწიფე საშუალებას მისცემს, უაღრესად ეფექტიანად უხელმძღვანელოს ეროვნული ასამბლეის მუშაობას და უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ავტორიტეტი“, - აღნიშნა არუსიაკ მანავაზიანმა.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას