პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ეკატერინბურგში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ვიზიტის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას.
„სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში, ეკატერინბურგში ჩავედი“, - დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.
ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე, თემით - „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“.
დაგეგმილია ასევე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ მიშუსტინთან.