სომხეთის პრემიერ-მინისტრის რწმენით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რწმენა გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.
„არმენპრესის“ ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული რწმენა პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამგეობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გამოთქვა.
„დაგეგმილი შეხვედრა არ ყოფილა. უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სომხურ საქონელზე შეზღუდვების დაწესების საკითხს ასევე განიხილავს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიმდინარე წლის აგვისტოში დაგეგმილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომის ფარგლებში.