სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების ძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია - საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წუთი კითხვის

სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, კერძოდ, ხილისთვის, ბოსტნეულისთვის, კენკრისა და ყვავილებისთვის ახალი ბაზრების ძიებამ არაერთი მიმართულებით დიდი ინტერესი გამოიწვია. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური პროდუქციის ექსპორტის ახალ მიმართულებებს შორის განიხილება ევროკავშირის ბაზარი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, მათ შორის ერაყი, ისევე როგორც სომხეთის უშუალო მეზობლები, მათ შორის თურქეთი - არსებული შეზღუდვების მიუხედავად.

„ზოგ შემთხვევაში საცდელი მიწოდება უკვე ხორციელდება, ზოგ შემთხვევაში კი შედეგებს უახლოესი კვირების განმავლობაში ვიხილავთ. ვერ დავმალავ, ცალკეული მიმართულებებით ლოგისტიკური პრობლემებიც იჩენს თავს, თუმცა ამ ყოველივეს განვიხილავთ, ვმართავთ და ვცდილობთ დავეხმაროთ ბიზნესს“, - განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ვითარება სერიოზულ კრიზისში არ გადაზრდილა, რაზეც, მისივე თქმით, ციფრებიც მოწმობს.

მირზოიანის შეფასებით, შექმნილმა სიტუაციამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა სომხური პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის.

„დიდი ანგარიშით, ხდება ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვგეგმავდით - სომხური პროდუქციის დივერსიფიკაცია. ვფიქრობ, ლოგისტიკური და გამოუცდელობით გამოწვეული დაბრკოლებები სწრაფად გადაილახება და იმაზე უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე წარსულში“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა