მირზოიანმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დეტალები წარმოადგინა
1 წუთი კითხვის

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში სომხეთს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა აქვს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტონე კაიზერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე აქამდე გვქონდა სრული მხარდაჭერა და საკმაოდ სწრაფად მიმდინარე პროცესი, და მივიღეთ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა, მაგრამ ახლა უფრო მეტად ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი: ჩვენზეა დამოკიდებული, იგულისხმება საკანონმდებლო ცვლილებები, ტექნიკური პროცედურები. რაც უფრო სწრაფად ვიმუშავებთ, მით უფრო სწრაფად გვექნება პროცესის, იმედი მაქვს, დადებითი შედეგი“, - განაცხადა მირზოიანმა.