სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
2 წუთი კითხვის

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა სომხეთში აკრედიტებული ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და დროებითი რწმუნებულები მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ გევორგ პაპოიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანუშიკ ავეტიანი.
შეხვედრის მსვლელობისას სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებისა და განვითარების პროგრამები განიხილეს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სომხური პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებს.
გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ სომხური საქონელი ხარისხობრივად არ ჩამოუვარდება ევროპულ ბაზარზე არსებულ პროდუქციას, შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს და გააჩნია შესაბამისი „GLOBAL GAP“ და ყველა სხვა საჭირო სერტიფიკატი.
„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ხარისხის სტანდარტების ამაღლების საქმეში. დღეს მრავალი სომხური კომპანია მზად არის არა მხოლოდ გაზარდოს ექსპორტი, არამედ დაამყაროს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ევროპელ მყიდველებთან“, - განაცხადა მინისტრმა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობასა და სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩების კითხვებს უპასუხა და დარგის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა წარადგინა.