რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში სასუქითა და ანთრაციტით დატვირთული თვრამეტი ვაგონი გაიგზავნება
1 წუთი კითხვის

რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთის მიმართულებით რკინიგზით კიდევ ერთი სატრანზიტო ტვირთზიდვა განხორციელდება.
როგორც „არმენპრესი“ აზერბაიჯანულ სააგენტო APA-ზე დაყრდნობით იუწყება, 9 ივნისს სადგურ „ბილაჯარიდან“ გაიგზავნება 828 ტონის საერთო წონის სასუქით დატვირთული 12 ვაგონი და 414 ტონის საერთო წონის ანთრაციტით (ნახშირის სახეობა) დატვირთული 6 ვაგონი.
დღემდე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთში გადაზიდულია 29 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, 6 ათას ტონაზე მეტი სასუქი, 133 ტონა ალუმინი და 68 ტონა წიწიბურა.