მაკრონმა სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ევროპის მხარდაჭერა დაადასტურა
1 წუთი კითხვის

ერევანში გასამართი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ევროპა აგრძელებს სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
„არმენპრესის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერისკენ, ასევე სომხეთისა და მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხებისკენ.
„ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა გავმართოთ შეხვედრები, კერძოდ, სომხეთისა და მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხებზე. ეს არის ასევე ის ევროპა, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვას აშენებს“, - აღნიშნა მაკრონმა.