1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში ჩავიდა. „არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც დაურთო წარწერა: „პარიზში ჩავედით“.
უფრო ადრე ვიუწყებოდით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრი პარიზში კოსმოსურ საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.