სომხეთში ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა
1 წუთი კითხვის

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე ჩავიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა.
„ზვართნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი დახვდა.