ნიკოლ ფაშინიანმა და პედრო სანჩესმა სომხეთ-ესპანეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს
1 წუთი კითხვის

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, სომხეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და პედრო სანჩესის შეხვედრა გაიმართა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თანამოსაუბრეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. მხარეები ასევე შეეხნენ სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროცესებსა და ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონულ საკითხებს. ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა, ხაზი გაუსვა დემოკრატიის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.
თანამოსაუბრეებმა პერსპექტიულად მიიჩნიეს თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე მნიშვნელობა მიანიჭეს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას, ისევე როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე უწყვეტი დიალოგის შენარჩუნებას.