სურენ პაპიკიანი თბილისში გმირთა მოედანს ეწვია
1 წუთი კითხვის

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თბილისში გმირთა მოედანი მოინახულა, გვირგვინით შეამკო მემორიალი და პატივი მიაგო სამშობლოს დაცვისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 21 აპრილს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.