ირანის ლიდერობის დროებითმა საბჭომ მეორე სხდომა გამართა
1 წუთი კითხვის

ირანის ლიდერობის დროებითმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ყოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი და გუშაგთა საბჭოს წევრი ალირეზა არაფი, მეორე სხდომა გამართა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული IRNA იტყობინება შეხვედრის შესახებ სხვა დეტალების გავრცელების გარეშე.
The second meeting of the Provisional Leadership Council was held with the presence of President @drpezeshkian, Judiciary Chief Gholamhossein Mohseni-Ejei and Alireza A’rafi. pic.twitter.com/yLXEmXQZpv
— IRNA News Agency ☫ (@IrnaEnglish) March 2, 2026
ამავდროულად, ირანული მედია იტყობინება, რომ 2 მარტის დილას დედაქალაქ თეირანის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა. IRNA ასევე იუწყება, რომ 1 მარტის საღამოს თეირანში სამიზნე გახდა საავადმყოფო.