სომხეთმა და ეგვიპტემ განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში․
„არმენპრესის“ ინფორმაციით, როგორც სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პაპოიანი შეხვდა ეგვიპტის სოფლის მეურნეობის მინისტრ ალაა ფარუქს.
მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობისა და აგროინდუსტრიის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, სომხეთში საკვებისა და სასმელების წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაზე მიმართულ საინვესტიციო შესაძლებლობები ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით და პროდუქციის ექსპორტით ეგვიპტესა და მესამე ქვეყნების ბაზრებზე.
თანამშრომლობის კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის განვითარება წყლის დეფიციტის პირობებში და ურწყავ ტერიტორიებზე.
შეხვედრის დასრულებისას მინისტრმა პაპოიანმა ალაა ფარუქი მოიწვია 2026 წელს დაგეგმილ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ საინვესტიციო სამიტში მონაწილეობის მისაღებად.