არარატ მირზოიანი ლუქსემბურგში გაემგზავრება
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრება. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ქსავიე ბეტელთან. ასევე დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა.