ფაშინიანი სექტემბრის ბოლოს რუსეთში ვიზიტს გეგმავს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია მისი ვიზიტი რუსეთში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიფინგის დროს განაცხადა.
„მიხარია, რომ რუსეთში მელოდებიან. ვიცი, რომ მელოდებიან და ყოველთვის ველოდები რუსეთის ფედერაციაში სტუმრობის მომდევნო შესაძლებლობას. როგორც ხედავთ, საკმაოდ აქტიური ურთიერთვიზიტების პრაქტიკა გვაქვს. დიახ, სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია ასეთი ვიზიტი. მაგრამ ამ ვიზიტამდე პეკინში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა მექნება. ასევე, ამ თვეში სატელეფონო საუბარიც გვქონდა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.