ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
სტივ ვიტკოფს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.