ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში მიემგზავრება
1 წუთი კითხვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 21-22 ივნისს სტამბოლში მონაწილეობას მიიღებს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების 51-ე სპეციალურ სხდომაში.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ წერს თურქული გამოცემა Cumhuriyet.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის ძირითადი თემა იქნება ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო შეტევები.
სხდომის ფარგლებში სიტყვით გამოვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, რომელიც მუსლიმურ სამყაროს მოუწოდებს გაერთიანდნენ რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ.
სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.