პუტინი კრემლში უიტკოფს შეხვდა
1 წუთი კითხვის

კრემლში გაიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს შორის შეხვედრა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებისთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
ეს პუტინსა და უიტკოფს შორის უკვე მეოთხე შეხვედრაა. წინა შეხვედრა შედგა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში. კრემლმა აღნიშნული შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ოთხსაათიანი საუბრის განმავლობაში ძირითადად განხილული იქნა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხები, თუმცა ასევე შეეხნენ სხვა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თემებსაც.