სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა და ემანუელ მაკრონის მრჩეველმა სომხეთ-ფრანგულ და სომხეთ-ევროკავშირულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

2 წუთი კითხვის

საფრანგეთში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი არმან ხაჩატრიანი 2 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დიპლომატიურ მრჩეველს, ემანუელ ბონს შეხვდა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს უმაღლეს დონეზე არსებული აქტიური და უწყვეტი პოლიტიკური დიალოგი ორ ქვეყანას შორის, ასევე იმ სფეროებში არსებული ეფექტიანი და დინამიურად განვითარებადი თანამშრომლობა, რომლებიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

„სამხრეთ კავკასიაში ბოლო მოვლენებზე საუბრისას, სომხეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვერსიის მისასალმებლად გამოხატულ პოზიციას, ასევე მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობის ხაზგასმას, როგორც რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელოვან ნაბიჯს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა ხაჩატრიანმა და ემანუელ ბონმა განიხილეს ასევე სხვა გეოპოლიტიკური საკითხები და სომხეთ-ფრანგული, ასევე სომხეთ-ევროკავშირში ურთიერთობების ფართო სპექტრი.

ქართული English فارسی Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას