ტრამპმა ირანის უმაღლეს ლიდერს წერილი გაუგზავნა ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებისათვის
1 წუთი კითხვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს ირანთან მოლაპარაკებები ბირთვული შეთანხმების საკითხზე და რომ მარტის 6-ს წერილი გაუგზავნა ქვეყნის ხელმძღვანელობას, იმედით, რომ ისინი დათანხმდებიან დიალოგს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ მან განაცხადა Fox Business Network-თან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 7 მარტს გავიდა.
„მე ვუთხარი: იმედი მაქვს, რომ თქვენ მოლაპარაკებას დათანხმდებით, რადგან ეს ირანისთვის ბევრად უკეთესი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მგონია, რომ მათ სურთ ამ წერილის მიღება. სხვა ალტერნატივა ის არის, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის არსებობა დაუშვებელია“, - დაამატა მან.
წერილი განკუთვნილი იყო ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისათვის.