მშენებლობა დასრულების ეტაპზეა: საქართველოს კულტურის მინისტრმა მოინახულა თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 11 ნოემბერი, არმენპრესი. 2 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულმა მინისტრმა თინათინ რუხაძემ მოინახულა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი და შემოიარა მშენებლობის დასრულების ფაზაში მყოფი შენობა. ამის შესახებ „არმენპრესი“ სომხურ ჟურნალის „საქართველოზე“ დაყრდნობით იუწყება.

მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ არმენ ბაიანდურიანთან ერთად დაათვალიერა შენობა, გაეცნო თეატრის საჭიროებებს და სამინისტროს სახელით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სომხური თეატრის დასრულების ფაზაში მყოფი მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ფართო მასშტაბის სამუშაოები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით და „ქართუ“ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. შენობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოცდების ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა, საჭირო იყო შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი ერთადერთი სომხური თეატრია, რომელიც სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს სომხეთის საზღვრებს გარეთ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილ თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე ჩაანაცვლა, რომელიც ამ დანიშვნამდე თბილისის ეროვნული ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ქართული Հայերեն

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს