საფრანგეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა სრულ მხარდაჭერას გამოხატეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებისადმი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 6 ნოემბერი, არმენპრესი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სრულ მხარდაჭერას გამოხატეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებისადმი და ორ ქვეყანას შორის მშვიდობის შეთანხმების რაც შეიძლება მალე ხელმოწერისკენ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებას ეყრდნობა სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ.

„პრეზიდენტებმა სრულ მხარდაჭერას გამოხატეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებისადმი და შეთანხმების რაც შეიძლება მალე ხელმოწერისადმი, რაც რეგიონში სამართლიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას შექმნის ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწვევით, 2024 წლის 4-5 ნოემბერს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს