„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი ჰყავს

1 წუთი კითხვის

ერევანი, 29 ოქტომბერი, არმენპრესი. ლიბანური „ჰეზბოლას“ ახალი ხელმძღვანელად დანიშნულია ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე შეიხ ნაიმ ქასემი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯგუფის მაღალი თანამდებობის პირი იყო. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება Reuters-ი.

ქასემი „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილედ დაინიშნა 1991 წელს, მაშინდელი გენერალური მდივნის აბბას ალ მუსავის მიერ, რომელიც მომდევნო წელს ისრაელის დარტყმამ იმსხვერპლა. როდესაც „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი გახდა ჰასან ნასრალაჰი, ნაიმ ქასემმა შეინარჩუნა თავისი პოზიცია. ის „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი სპიკერია და ბოლო ერთ წელიწადში, ისრაელთან კონფლიქტის კონტექსტში, უცხოურ მედიასთან არაერთი ინტერვიუ ჩაატარა.

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალაჰი სექტემბრის ბოლოს ბეირუთში, ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ნასრალაჰის სიკვდილის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შეცვლიდა ჰაშემ საფიედინი, რომელიც ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 23 ოქტომბერს „ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა აგრეთვე საფიედინიც.

ქართული English Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა