სომეხი ტურისტები უფრო ხშირად სტუმრობენ საქართველოს, ვიდრე ქართველები სომხეთს: ტურიზმის სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 24 ივნისი, არმენპრესი. სომხეთიდან საქართველოს ტურისტული ნაკადი უფრო მეტია, ვიდრე საპირისპირო მიმართულებით. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ტურისტული თვალსაზრისით უფრო რეკლამირებულია ჩვენს რესპუბლიკაში.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ერევანში ჩატარებული სომხეთ-ქართული ტურისტული ბიზნეს კონფერენციის დროს ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ტურიზმის სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა.

ეკონომიური

საქართველო და სომხეთი ამზადებენ უფრო მიმზიდველ ტურისტულ შეთავაზებებს

მისი დაკვირვებით, მეზობელი ხალხები დღეს განსაკუთრებით არ იცნობენ ერთმანეთის ისტორიას და კულტურას, რაც თავის მხრივ ზღუდავს ურთიერთ ტურისტულ ვიზიტებს. მიუხედავად ამისა, მეხაკ აპრესიანის თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ტურისტული ვიზიტების სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია. 2023 წელს სომხეთში ჩამოსული ტურისტების დაახლოებით 14 პროცენტი იყო საქართველოს მოქალაქე. ეს მეორე მაჩვენებელია სტატისტიკური საერთო სურათში.

„რამდენადაც უცნაურია, ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი რაც შეიძლება მეტად ვაწარმოოთ საქართველოში. მაშინ როდესაც, სომხეთში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და შეთავაზებები უკეთ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სომხეთიდან უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობისაა, ასევე დიდია ამ სფეროს სოციალური და კულტურული როლი. ეს კულტურათაშორისი დიალოგის საკითხია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდი წვლილი იქნება ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებასა და განვითარებაში“, - აღნიშნა მეხაკ აპრესიანმა.

ქართული Español Հայերեն Русский

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - ევროკავშირის ელჩი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

მიუხედავად ყველაფრისა, ექსპორტის დივერსიფიკაცია ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს - ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

კარენ ანდრეასიანი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩეხეთში ჩავიდა

ანაჰიტ მანასიანმა სომხეთში საფრანგეთის ელჩი მიიღო