სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა და ურუგვაის ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

ურუგვაიში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიამ გევორქიანმა შეხვედრა გამართა ქვეყნის ტურიზმის მინისტრ პაბლო მენონისთან.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ურუგვაიში გავრცელებულ განცხადებაში.
აღინიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირების განმტკიცებასა და ამ მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.