ერევანი, 12 ივნისი, არმენპრესი. ბაღრამიანის გამზირზე შეტაკებების შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ „არმენპრესს“ აცნობა შსს-ს პრესსპიკერმა ნარეკ სარგსიანმა.
შსს-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ 21:00 საათის მდგომარეობით დაკავებულია 98 მოქალაქე.
სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბაღრამიანის გამზირზე მომხდარი შეტაკებების შედეგად სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა 55 პირმა.