სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობები სტაბილური და განვითარებადია։ არფინე სარგსიანმა მიიღო გელა გალაძე
4 წუთი კითხვის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გალაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია 23 ივნისს სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვია․
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, გელა გალაძეს სომხეთის შს მინისტრმა არფინე სარგსიანმა უმასპინძლა. გაიმართა ოფიციალური ცერემონია։
საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალური კედელი, რომელიც უკვდავყოფს სამშობლოს საზღვრების დაცვისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
წყაროს ცნობით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შედგა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა։
სომხეთის შს მინისტრმა არფინე სარგსიანმა, მისალმებისას, კოლეგას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„მინისტრმა სარგსიანმა მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა, რომ გელა გალაძის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არფინე სარგსიანმა სტუმარს გააცნო პოლიციაში, გადაუდებელი სიტუაციების სამსახურსა და მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურში მიმდინარე სისტემური რეფორმები, ასევე ის ნაბიჯები, რასაც სომხეთი დგამს ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს გამოცდილების მნიშვნელობა.
მინისტრმა სარგსიანმა ასევე ისაუბრა დანაშაულის, მათ შორის უკანონო ნარკობრუნვის მიმართულებებით სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გალაძემ, გულთბილი მიღებისთვის მადლობის ნიშნად, აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია მინისტრის რანგში.
აღნიშნულია, რომ მინისტრმა გალაძემ ასევე მაღალი შეფასება მისცა ორ უწყებას შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას და დაადასტურა მის გაძლიერებაზე ორიენტირებულობა.
გელა გალაძემ აღნიშნა, რომ თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში სომხეთის შს სამინისტრო და მინისტრი მის სრულ მხარდაჭერას მიიღებენ.
ვიზიტისას, მინისტრმა გალაძემ ისაუბრა მის მიერ ხელმძღვანელ უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სომხეთის შს სამინისტროში განხორციელებულ საგანმანათლებლო რეფორმებს – ამ კონტექსტშიც ხაზი გაუსვა სომხეთის გამოცდილების მნიშვნელობას.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის მიმართულებების დასაზუსტებლად ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმებს და გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები უწყებებს შორის ოპერატიული კავშირის დასამყარებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსნაციონალური დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან წინააღმდეგობას.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გალაძემ, თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, არფინე სარგსიანი თბილიშში მოიწვია. მინისტრმა სარგსიანმა მიიღო მოწვევა და აღნიშნა, რომ საპასუხო ვიზიტიც მიზნად ისახავს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ სომხეთისა და საქართველოს შს მინისტრებმა შეხვედრა ორმხრივი ფორმატით გააგრძელეს.