დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთთან ერთად შევძლებთ მსოფლიო ფეხბურთის მოტანას ჩვენს ქვეყნებში։ ლევან კობიაშვილი

2 წუთი კითხვის

ერევანი, 5 ივნისი, არმენპრესი․ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთობლივ განაცხადს, რომლითაც სომხეთი და საქართველო მიმართავენ ფიფას, 2029 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

„მიხარია დღეს აქ ყოფნა და ამ მნიშვნელოვანი სიახლის გამჟღავნება. ჩვენ ძმური სახელმწიფოები ვართ, ისტორიული მეზობლები. მიხარია, რომ ერთობლივი განაცხადით მივმართავთ 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის“, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, ის არა მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, არამედ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია და ევროპის ასოციაციამ ყველანაირად მხარი დაუჭირა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივებს.

„ორივე ქვეყანა გამოცდილია საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მხრივ. ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო პირობებს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა. ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ მსოფლიო ფეხბურთის მოტანას ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

სომხეთი და საქართველო ერთობლივი განაცხადით მიმართავენ ფიფას, 2029 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. უეფამ დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთისა და საქართველოს ერთობლივ განაცხადზე.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი ცნობილი გახდება 2025 წელს.

ქართული العربية Español Հայերեն

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი