ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკას სჭირდება ისეთი სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ექნება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება. საბადოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უარყოფითი ცნობები, რომლებიც მანამდე ვრცელდებოდა, კვლევებით სულ მცირე არ დადასტურდა. საბადო უკვე ფუნქციონირებს, აქვს პროდუქციის გამოშვება და ექსპორტი. ამ მომენტისათვის ამულსარის ოქროს საბადოზე 1600 დასაქმებულია, ხოლო დამატებით არაპირდაპირ 4000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ამულსარის საბადო მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სულ მცირე 130 მილიონ დოლარამდე გადასახადს გადაიხდის. ამ საბადოს ექსპლუატაცია სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე 1,5-2 პროცენტის ოდენობის გავლენას იქონიებს“, - განაცხადა გევორგ პაპოიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად ქცევის საქმეს.

შევიხსენებთ, რომ ამულსარის ოქროს საბადო ოფიციალურად ექსპლუატაციაში 10 ოქტომბერს შევიდა.

ქართული English Español Հայերեն Русский

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია