1 წუთი კითხვის
სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს.
„არმენპრესს“ ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტიდან აცნობეს.
„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციულმა სასამართლომ (მოსამართლე ს. დადოიანის თავმჯდომარეობით) სრულად დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და რ.ქ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა“, - განაცხადეს ანტიკორუფციულ კომიტეტში.
რობერტ ქოჩარიანს ბრალდება წარედგინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლებით. ამავე საქმეზე ასევე დააპატიმრეს მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი.