ჩვენი სტრატეგია 100-პროცენტიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა - ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს უახლოეს მომავალში შესაძლოა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაეზარდოს, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ქარხნების სწრაფი ტემპით განვითარების გათვალისწინებით.

„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც TRIPP-ის ფარგლებში განიხილება სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის პროექტი. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სომხეთისთვისაც სასარგებლო იქნება, ვინაიდან სომხეთის ატომური ელექტროსადგური ადრე თუ გვიან დაიხურება და ქვეყანას ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაუჩნდება, ეს კი შესაძლოა სომხეთისთვის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო გახდეს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ ენერგეტიკული ვაჭრობის თვალსაზრისით ორი მიმართულებაა გასათვალისწინებელი:

„თუ სულ ახლახან ვსაუბრობდით იმაზე, რომ სომხეთს ელექტროენერგიის სიჭარბე აქვს, ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სომხეთს შესაძლოა გაუჩნდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვინაიდან, როგორც ხედავთ, დიდი ტემპით ვითარდება ხელოვნური ინტელექტის ქარხნები, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს მიღმა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენს საერთო ვითარებაში არაფერი შეცვლილა, თუმცა ის გეგმები, რომლებიც კერძოდ ინვესტორებს აქვთ სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ახალი ქარხნების მშენებლობის კუთხით, გვანჭრობს, გადავხედოთ ჩვენს ენერგეტიკულ სტრატეგიებს, რათა ამ ახალ პირობებსა და მოლოდინებთან შესაბამისი სიმძლავრეები გქონდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობის სტრატეგია 100-პროცენტიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

„როგორ? სომხეთში მზის სადგურებისა და დაგროვებითი სადგურების განვითარების გზით; მზის რესურსებით სომხეთი მეტად მდიდარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ელექტროენერგიის საერთაშორისო ვაჭრობის მიღმა დავრჩებით. ხანდახან შეგვიძლია ექსპორტზე გატანა, ხანდახან - იმპორტი; მათ შორის აზერბაიჯანთანაც შეგვიძლია გვქონდეს პარტნიორობა და თანამშრომლობა ელექტროენერგიის როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ნაწილში, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანასთან - თურქეთთან, ირანთან, საქართველოშთან და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა

ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომა

სომხეთისა და რუსეთის იუსტიციის მინისტრებმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს

სრბუჰი გალიანის ბრიფინგი

ანთალიაში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა TRIPP-ის შეთანხმებასა და მშვიდობის საბჭოს წესდებას

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დუბლინში ჩავიდა