„თუ სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება“ - ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის მიმართ ექსპორტის შეზღუდვების ირგვლივ შექმნილი ვითარება არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაცაა. თუ საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ეს შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისად იქცეს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მმართველობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ახლა ყველანი ვაფიქსირებთ, რომ პრობლემა სომხეთში არ არის. პრობლემა სომხეთი კი არ არის, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პრობლემაა, რადგან ფაქტობრივად გამოდის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი პარალიზებულია და არ მუშაობს. თუ ეს საკითხი სწრაფად არ გადაწყდება, ნება მომეცით ივარაუდო, რომ ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ საუბარს და აღნიშნა, რომ მთელ რიგ საკითხებზე მხარეებმა საერთო გაგებას მიაღწიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკას აქვს ლეგიტიმური უფლება, შექმნას ალტერნატივები თავისთვის. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ ეს გზა გამოვაცხადეთ და ამ გზით წავალთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ხალხმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები.

„როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკას ალტერნატივები არ ექნება. სომხეთის რესპუბლიკას ყოველთვის და ყველა საკითხში უნდა ჰქონდეს ალტერნატივები, ხოლო უალტერნატივობის ეპოქა დასრულებულია. აქ საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს ალტერნატივა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის თაობაზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ასეთი რეფერენდუმის გამართვამდე სომხეთს სულ მცირე ოფიციალურად მაინც უნდა ჰქონდეს მიმართული ევროკავშირისთვის წევრობის განაცხადით.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს