სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეგვიპტის პრეზიდენტს რევოლუციის დღე მიულოცა

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის ეროვნული დღესასწაულის - რევოლუციის დღის გამო მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ მიმართვარში ნათქვამია:

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

გულთბილად გილოცავთ თქვენ და ეგვიპტის მეგობარ ხალხს ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - რევოლუციის დღეს.

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეგვიპტესთან მრავალსფეროვანი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განვითარებას, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას.

შეუფასებელია ის კონსტრუქციული როლი, რომელიც დღეს ეგვიპტეს აკისრია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, აგრეთვე შემდგომი კეთილდღეობის შესაძლებლობების შექმნის საქმეში.

იმედი მაქვს, რომ უახლოეს წლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკური ურთიერთობები არსებულ მაღალ პოლიტიკურ დიალოგს შევუსაბამოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ახალ წარმატებებს, ხოლო ეგვიპტის მეგობარ ხალხს - ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

ფაშინიანმა განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავის საქმიანობას

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი ანტისახელმწიფოებრივია - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

ეროვნული ასამბლეის სხდომა

ფიზიკური დაპირისპირება ეროვნულ ასამბლეაში

COP17-ის საორგანიზაციო სამუშაოები ქებას იმსახურებს: სურინამის მინისტრი

ჰამბარძუმ მათევოსიანმა და კატრინ შნეებერგერმა სომხეთ-შვეიცარიის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საუდის არაბეთის პრინც აბდულაზიზ ბინ თალალ ალ-საუდს უმასპინძლა

სომხეთი და საქართველო ტყის ხანძრების რისკების შეფასების მიმართულებით თანამშრომლობენ

ეროვნულმა ასამბლეამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა