რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 30 ვაგონი პროპანი გამოიგზავნება
1 წუთი კითხვის

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში პროპანის გაზით დატვირთული 30 სარკინიგზო ვაგონი გამოიგზავნება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იტყობინება.
აღნიშნულია, რომ პროპანის გაზის პარტია სომხეთში 6 ივლისს, „ბალანჯარის“ სადგურიდან გაიგზავნება.