1 წუთი კითხვის
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, რუბენ რუბინიანმა 6 ივლისს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, მაგდალენა გრონო მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, რომელიც სომხეთის პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა, თანამოსაუბრეებმა აზრები გააზიარეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე.