ტრამპმა ფაშინიანს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა

2 წუთი კითხვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truthsocial-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საყოველთაო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. ძალიან ვამაყობ, რომ მხარი დავუჭირე მას ხელახლა არჩევაში და ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით საოცარი სომხეთი მიაღწევს დიდ წარმატებებსა და კეთილდღეობის ისეთ დონეს, რომელიც ყველას მოლოდინს გადააჭარბებს“, - განაცხადა ტრამპმა.

სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ და ბლოკი „სომხეთი“.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ 727 827 ხმა ანუ 49,825% მიიღო. მიღებული ხმების წყალობით, პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს. ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ 340 088 ხმა (23,281%) მიიღო, ხოლო ბლოკმა „სომხეთი“ - 145 113 ხმა (9,934%).

საარჩევნო ბარიერთან, რომელიც 4%-ს შეადგენს, ძალიან ახლოს არის პარტია „აყვავებული სომხეთი“. წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმების 3,996% მიიღო. პარლამენტში მოსახვედრად მას 0,004 პროცენტული პუნქტი აკლია. პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ უფრო ადრე განაცხადა, რომ მიმართავს ცესკო-ს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის მოთხოვნით. ხმების ხელახალი გადათვლის აუცილებლობაზე სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც განაცხადეს.

ქართული العربية English فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა