აზერბაიჯანთან დელიმიტაცია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის სახელმწიფო საზღვრით ხორციელდება - ედვარდ ასრიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციის საფუძველს კონკრეტული რუკა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.

„არმენპრესის“ ცნობით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა მას რაიმე სახის უთანხმოება დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით.

„დელიმიტაციის სამუშაოებს აქვს საფუძველი და ეს საფუძველი შესაბამისი წლის რუკაა. გენერალური შტაბი ფლობს ამ რუკას და მისი მოთხოვნების შესაბამისად ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას. დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობაში ასევე არის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს სამხედრო კარტოგრაფიას და ზედმიწევნით იცის ამ რუკის ყველა მოთხოვნა“, - განმარტა ასრიანმა და გამორიცხა თავისი მხრიდან რაიმე უთანხმოება, ვინაიდან დელიმიტაცია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის სახელმწიფო საზღვრით ხორციელდება.

მან დაარწმუნა, რომ სომხეთის გაჟღერებული 29 ათას 743 კვადრატული კილომეტრი ფართობიდან არცერთი გოჯი არ დათმობილა.

რაც შეეხება სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა და 2021-2022 წლების მოვლენების დროს ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ედვარდ ასრიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები დელიმიტაციის შედეგად უნდა დაბრუნდეს.

ქართული English Español فارسی Հայերեն Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები