1 წუთი კითხვის
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ნიკოლ ფაშინიანს საყოველთაო არჩევნებში მისი ლიდერობით პოლიტიკური ძალის გამარჯვება მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, რობერტა მეცოლამ ამასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებას. მოდით, განვაგრძოთ ამ განახლებული იმპულსის განვითარება ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გასამყარებლად“, — დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
სომხეთში 7 ივნისს მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“, ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.