მოსკოვმა ერევნისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა მოახლოებულ შეხვედრას არ დაესწრება

2 წუთი კითხვის

რუსეთმა სომხეთისგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტში, რომელიც 28 მაისს ასტანაში გაიმართება.

„არმენპრესის“ გადაცემით, ბრიფინგზე ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ სომხური მხარისგან მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვერ შეძლებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობას. სომხეთს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარმოადგენს“, - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ ყოფილა მსგავსი სიტუაციები, როდესაც კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციის ორგანოების მუშაობაში.

ზახაროვამ მორიგჯერ ისაუბრა სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოების კურსზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ განაცხადეს -ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირში ერთდროულად გაწევრიანება შეუძლებელია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს აცნობა, რომ სომხეთში წინასაარჩევნო კამპანიის გამო ვერ შეძლებდა ყაზახეთში 28 მაისს დაგეგმილ ევრაზესის სხდომაზე დასწრებას.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას