ევროკავშირი სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებას მიესალმება

3 წუთი კითხვის

ევროკავშირი მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების შესახებ. „არმენპრესის“ ცნობით, შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა გაავრცელა.

„ევროკავშირი თბილად მიესალმება თურქეთის განცხადებას სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის დაწყების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, რაც ასევე დადასტურდა 2026 წლის 28 აპრილს გამართული ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრით, რომელიც ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს ეხებოდა და რასაც ჩვენ მივესალმეთ.

ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს შეუძლია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, რაც დადებითად აისახება მთელ სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ორივე ქვეყანას, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა, მათ შორის საზღვრის გახსნის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა. სომხეთის საგარეო უწყება მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნებს შორის სრულფასოვანი და ნორმალური ურთიერთობების განვითარების გზაზე. თავის მხრივ, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ აცნობა სომეხ ბიზნესმენებს, რომ მათ უკვე შეუძლიათ თურქეთთან პირდაპირი ვაჭრობა ყოველგვარი დამატებითი ფორმალობების გარეშე. აღნიშნულ თემას გამოეხმაურა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტიც. უწყების განმარტებით, წარსულში თურქი მომწოდებლები თურქეთის საბაჟო ორგანოებში წარდგენილ საექსპორტო დეკლარაციებში მიმღებად სომხურ კომპანიებს, ხოლო დანიშნულების ქვეყნად სომხეთს ვერ უთითებდნენ. შედეგად, საქონელი სომხეთში მესამე ქვეყნების (მაგალითად, საქართველოს) შუამავალი სუბიექტების მეშვეობით, რეექსპორტის გაფორმებით აღწევდა. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა დააზუსტა, რომ ამიერიდან სომხეთის სამეწარმეო სუბიექტებს შეუძლიათ თურქეთიდან საქონლის იმპორტი პირდაპირ საკუთარ სახელზე, შუამავლების გარეშე განახორციელონ.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა