1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 21 აპრილს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ავრცელებს.
„ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩავედი“, – დაწერა სურენ პაპიკიანმა და დახვედრის ცერემონიის ფოტოები გამოაქვეყნა.