სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ასტანაში იმყოფება
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სამუშაო ვიზიტით ასტანაში იმყოფება.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება, რომ ვაჰაგნ ხაჩატურიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს რეგიონულ გარემოსდაცვით სამიტში, სახელწოდებით: „საერთო ხედვა მდგრადი მომავლისთვის“.