სომხეთმა Wizz Air-ს ყაზახეთისა და საქართველოს მიმართულებით ავიაფრენების დაწყება შესთავაზა

1 წუთი კითხვის

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა ავიაკომპანია Wizz Air-ის კომერციულ დირექტორს, იან მალინს უმასპინძლა.

როგორც „არმენპრესი“ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრისას დავით ხუდათიანმა ავიაკომპანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ Wizz Air სომხეთის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფრენების გეოგრაფია კიდევ უფრო გაფართოვდება.

იან მალინმა ორი ახალი მიმართულების - ეინდჰოვენისა და ბრიუსელის რეისების დაწყების შესახებ განაცხადა.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ავიაკომპანიას შესთავაზა განიხილოს ფრენების დაწყება ყაზახეთისა და საქართველოს მიმართულებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - გიუმრის „შირაქის“ აეროპორტიდან რეისების განხორციელების პერსპექტივა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს პილოტების გადამზადების ცენტრის დაარსების იდეაზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ Wizz Air-ისა და სომხეთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მფრინავებისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში ავიაციის სფეროში ახალი ერთობლივი ინიციატივები განახორციელონ.

ქართული English فارسی Հայերեն Русский

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი