ინფორმაციული მდგრადობა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საყრდენი

5 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ნაზელი ბაღდასარიანის სტატია

აღმოჩენას არ გავაკეთებ, თუ აღვნიშნავ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სომხეთში შეინიშნება დეზინფორმაციული კამპანიების ზრდა ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში. საუბარი არ არის ჩვეულებრივ პოლიტიკურ დებატებზე ან წინასაარჩევნო რიტორიკაზე, არამედ ორგანიზებულ დეზინფორმაციასა და გარე ინფორმაციულ მანიპულაციებზე, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, საარჩევნო პროცესისა და ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმართ ნდობის სისტემური შესუსტება.

ასეთი ჩარევები განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩეველთა დაბნევის, მონაწილეობისთვის დემოტივაციისა და საზოგადოებრივი გამყოფი ხაზების გამძაფრების მიზნით. თუნდაც მცირე, დროულად ნეიტრალიზებული მანიპულაციები შეიძლება დაგროვებითი ეფექტით აისახოს საზოგადოებრივ ნდობასა და არჩევნების შედეგების აღქმაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ პრაქტიკაში დეზინფორმაციული ჯაჭვი ხშირად იწყება ნაკლებად ცნობილ ვებგვერდებზე ან ანონიმურ პლატფორმებზე. შემდგომში იგივე შინაარსი სისტემურად ვრცელდება სოციალური მედიისა და Telegram-ის არხების მეშვეობით. მიზანი არა იმდენად დარწმუნებაა, რამდენადაც ინფორმაციულ სივრცეში ხელოვნური ხილვადობის შექმნა - ალგორითმების მანიპულირების, ყალბი კონსენსუსის ფორმირებისა და უცხო დღის წესრიგის წინ წაწევის გზით.

შემდეგ იგივე ნარატივები აღწევს სომხურ მედია სივრცეში და წარმოდგენილია როგორც „სანდო წყაროებიდან“ მიღებული ინფორმაცია. ამ ეტაპზე მედიის როლი გადამწყვეტი ხდება․ გამოქვეყნებამდე ინფორმაციის გადამოწმება ან გადაუმოწმებლობა განსაზღვრავს, შეწყდება თუ არა ყალბი ინფორმაციის გავრცელება, თუ პირიქით - გაფართოვდება და მიიღებს „ინსტიტუციურ ლეგიტიმაციას“, რაც გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ აღქმებზე.

ბოლო პერიოდში აშკარად იკვეთება კოორდინირებული ყალბი ან ანონიმური ანგარიშების ქსელებიც, რომლებიც ერთსა და იმავე შეტყობინებებს ერთსა და იმავე დროს აქვეყნებენ, ხელოვნურად ზრდიან ჩართულობის მაჩვენებლებს და წინ წასწევენ პოლიტიკურად მგრძნობიარე შინაარსს. კოორდინირებული ბოტქსელები, როგორიცაა Matryoshka, Storm და DragonBridge, სინქრონულად ავრცელებენ ერთსა და იმავე ნარატივებს X-ის (Twitter) პლატფორმაზე, რითაც ქმნიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის ყალბ ილუზიას. ეს ინფორმაციულ გარემოზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი განწყობების დამახინჯება და კრიზისული ატმოსფეროს ილუზიის შექმნა.

ახალი გამოწვევების ფონზე შესამჩნევად იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც - AI-ით გენერირებული ტექსტები, მანიპულირებული აუდიოჩანაწერები, ყალბი ვიდეოები და გამოგონილი „დოკუმენტები“. ეს განვითარება ცვლის საფრთხეების ბუნებას, ხდის მათ უფრო სწრაფს, მასშტაბურსა და რთულად პროგნოზირებადს. შესაბამისად, აუცილებელია არა მხოლოდ რეაგირება, არამედ პრევენციული შესაძლებლობების განვითარებაც - ტექნოლოგიურ, ანალიტიკურ და სამართლებრივ დონეებზე. უდავოა, რომ ამ ქმედებების რეალური სამიზნე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ არის. სამიზნეა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტი და დემოკრატიული პროცესები. დეზინფორმაციულ ნარატივებს, თუ ისინი გვიან ან არასრულად ნეიტრალიზდება, შეუძლია შეამციროს საარჩევნო მონაწილეობა და გრძელვადიან პერსპექტივაში დაასუსტოს სახელმწიფოს მდგრადობა.

სომხეთისთვის ინფორმაციული მდგრადობა აბსტრაქტული ცნება არ არის. ეს სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სახელმწიფო სტაბილურობისა და ლეგიტიმურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აუცილებელი ხდება ინფორმაციული მდგრადობის სრულფასოვან კომპონენტად აღიარება ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. შესაბამისად, ჰიბრიდული საფრთხეები - დეზინფორმაცია, კიბერქმედებები, კოორდინირებული ინფორმაციული მანიპულაციები, მიმართულია შიდა დასუსტებისკენ, საზოგადოების დაყოფისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის შერყევისკენ.

უდავოა, რომ გამჭვირვალობა, ფაქტების გადამოწმების კულტურა, მედია წიგნიერების პროგრამები, პასუხისმგებელი ჟურნალისტიკა და ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებებია, არამედ თანამედროვე პირობებში ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

და სწორედ აქ არის ის წერტილი, სადაც ყველას ჩვენი ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი